14 ნოემბერი 2018,   01:21
ვრცლად
ჩამოხეული საარჩევნო პლაკატები - დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა კედლიდან ბაქრაძის პლაკატები ჩამოხიეს

ოპოზიციონერი საპრეზიდენტო კანდიდატის ბანერების მორიგი ფაქტი - „ევროპული საქართველოს" წევრებმა საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის საარჩევნო პლაკატების ჩამოხევის ვიდეო გაავრცელეს. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა კედლები ყაზბეგის გამზირზე თავად ჩამორეცხეს. ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე განმარტა, რომ მათი საპრეზიდენტო კანდიდატის პლაკატები სრული კანონის დაცვით, მხოლოდ სამშენებლო კედელზე იყო გაკრული და ქალაქის იერსახეს არ ამახინჯებდა. პარტიის წევრმა თბილისის მერია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში დაადანაშაულეს. 

უკანონო ბრძანების გაცემაში დაადანაშაულეს თბილისის მერი გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმაც.

გიორგი ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნება“ დიდი რაოდენობით რესურსს მათი საარჩევნო პლაკატებისა და ბანერების დაზიანებისთვის ხარჯავს. გაერთიანებული ოპოზიცია მოუწოდებს კახა კალაძეს, შეასრულოს კანონით დაკისრებული ვალდებულება და დაამონტაჟოს სტენდები, სადაც ყველა პოლიტიკური ძალა საკუთარი საარჩევნო პლაკატების გაკვრას შეძლებს.

ოპოზიციის მხრიდან სიძულვილის ენაზე ამახვილებს ყურადღებას უმრავლესობა. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დესტრუქციულ ქმედებებში ოპოზიციას ადანაშაულებს.

მერიაში კი განმარტავენ, რომ სამშენებლო კედლიდან პლაკატის ჩამორეცხვის მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო. დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელი კი დავით ბაქრაძის საარჩევნო პლაკატის ჩამოხევას მხოლოდ თანამშრომლის შეცდომას უკავშირებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები