14 ნოემბერი 2018,   01:20
ვრცლად
მირზა სუბელიანის ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სასჯელაღსრულების სამინისტრო არ ადასტურებს

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პატიმარი მირზა სუბელიანი ნაცემია, სასჯელაღსრულების სამინისტრო არ ადასტურებს. პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს გლდანის მე-8 დაწესებულების სამარტოო საკანში სახალხო დამცველის წარმომადგენელი მოინახულებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ომბუდსმენის აპარატის თანამშრომელი გააკეთებს კომენტარს, ნაცემია თუ არა სუბელიანი.

„კურიერმა“ დღეს პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის კიდევ ერთი საუბრის აუდიოჩანაწერი მოიპოვა. ფარული მასალით ირკვევა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული ყოფილი პროკურორი, რომელიც ახლა გლდანის ციხეშია, ხელისუფლებაზე გაბრაზებულია და შურისძიებაზე საუბრობს.

პატიმარი მირზა სუბელიანი ფარულ აუდიო ჩანაწერში აცხადებს, რომ სოზარ სუბარის ხათრით თავს იკავებს და ხელისუფლებას არ ამხობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები