28 აპრილი 2024,   10:46
ვრცლად
28 ოქტომბერს გამარჯვებას და ჩვენს არჩევანს დავიცავთ და დაიწყება ახალი წელთაღრიცხვა - გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და მოძრაობა „ძალა ერთობაშია"-ს სხვა ლიდერები აბაშაში მოსახლეობას შეხვდნენ.

გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, ქვეყანას ბიძინა ივანიშვილის შეიარაღებული ჯგუფები მართავენ, რომელთა გეგმაა საქართველოს გადაქცევა ნარკოპლანტაციების ქვეყნად.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, 28 ოქტომბრიდან მშვიდობიანი გზით ხელისუფლებაში მოვა ეროვნული კოალიციური მთავრობა, რომელიც მოქალაქეებს ცხოვრების ღირსეულ პირობებს შეუქმნის.

„სამეგრელოს კარიბჭე - აბაშა, შესანიშნავი ადამიანები, მშრომელი, ნიჭიერი, რომლებმაც იციან, რომ 28 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი. რეფერენდუმში არჩევანი არის ყოფნა-არყოფნა და საქართველოს და არა საქართველოს შორის. იციან აგრეთვე ის, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც ქვეყანაში შეუძლია აღმავლობა, აღმშენებლობა, განვითარება, თანასწორობა და სამართლიანობა მოიტანოს, ეს არის გაერთიანებული ოპოზიცია. 28 ოქტომბერს გამარჯვებას და ჩვენს არჩევანს დავიცავთ და ამის შემდეგ სამეგრელოში, კერძოდ აბაშაში, საქართველოშიც დაიწყება ახალი წელთაღრიცხვა, რომელიც სრულიად თავისუფალი იქნება რევანშისგან, პოლიტიკური შურისძიებისგან, სამოქალაქო საზოგადოების დაკნინებისგან და საქართველოს მოქალაქის ინტერესების უგულვებელყოფისგან“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები