09 მაისი 2024,   12:56
ვრცლად
მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალი "სტუდფესტი 2024" გრძელდება

მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალი "სტუდფესტი 2024" გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში ქართული ცეკვების კონკურსი გაიმართა. ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება სტუდფესტის დასკვნით ღონისძიებაზე ჩატარდება. "სტუდფესტი 2024", საქართველოს განათლების სამინისტროს ინიციატივით, იმართება და მასში საქართველოს ყველა უნივერსიტეტის 25 000-მდე სტუდენტი მონაწილეობს.

დღის ამბები