13 ნოემბერი 2018,   23:10
ვრცლად
„მოღალატე სალომე!“ - საპრეზიდენტო კანდიდატს საპროტესტო აქციით დახვდნენ

„მოღალატე სალომე!“ - საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ფოთში საპროტესტო აქციით დახვდნენ.

სპორტულ სკოლასთან შეკრებილებს პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრა და მისგან რამდენიმე საკითხზე განმარტების მიღება სურდათ, თუმცა მათ ამის საშუალება არ მიეცათ.

„კითხვის დასმა გვინდოდა სალომე ზურაბიშვილისთვის, რატომ დაადანაშაულა საკუთარი ქვეყანა ომის დაწყებაში და რატომ დევს ჰააგის სასამართლოზე მისი ჩანაწერები საქართველოს დადანაშაულებაში და პუტინის სასარგებლოდ, გაგვცეს პასუხი და თუ ის თვლის, რომ საქართველომ დაიწყო ომი და საქართველოა ამაში დამნაშავე, მაშინ რატომ უნდა ასეთ ქვეყანაში მოვიდეს პრეზიდენტად, იმიტომ, ხომ არა, რომ აფხაზეთი მიაჩნია განგრენად, აფხაზეთი მეზობელ რაიონად და მერე პუტინს „გაუპრავოს“ ყველაფერი,“ - ამბობს აქციის მონაწილე.

სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე უარის თქმის მიზეზს განმარტავს.

„იმიტომ, რომ რატომ არ არის არავითარი მიზეზი, რატომ უნდა შევხვდეთ ადამიანებს, რომელიც მეძახიან მოღალატეს, თქვენ თუ შეგიძლიათ, ერთი არგუმენტი მომცეთ, მადლობელი ვიქნები,“ - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება მხარდამჭერებთან შეხვედრას, სალომე ზურაბიშვილმა მათაც სიტყვით მიმართა და საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა. 

დღის ამბები