15 ნოემბერი 2018,   21:51
ვრცლად
მნიშვნელოვანი
23 წლის მამაკაცის გატაცებაში ბრალდებულები - დანაშაული ოჯახმა სავარაუდოდ, თვეებით ადრე დაგეგმა

23 წლის მამაკაცის გატაცებაში ბრალდებულები ამ დრომდე წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩებიან. ცოლ-ქმარმა, მარინა და მამუკა ესაძეებმა 23 წელის გიორგი დეკანოსიძე, საქმის მასალების მიხედვით, თანამზრახველებთან ერთად თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩიდან გაიტაცეს.

ერთ-ერთი ვერსიით, ბრალდებული ცოლ-ქმარი ბიზნესმენის შვილის გატაცებას რამდენიმე თვის განმავლობაში გეგმავდნენ. გეგმის სისრულეში მოსაყვანად ისინი რუსეთიდან ერთი კვირის წინ ჩამოფრინდნენ. გამტაცებლები ბიზნესმენს 3 მილიონ ლარს სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოჯახს შვილის მკვლელობით ემუქრებოდნენ.

შეირაღებული დაჯგუფების წევრებს შორის არის მარინა ესაძის შვილიც. ნიკა ქავთარაძე სამართალდამცველებმა გუშინ თბილისში დააკავეს. ის დანაშაულს არ აღიარებს.

საქმის მასალების მიხედვით, შეირაღებული დაჯგუფების წევრებმა გატაცებული მამაკაცი წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში ამ სახლში მიიყვანეს, სადაც ერთი კვირის განმავლობაში მალავდნენ. დაკავებულთა შორის არის სახლის მეპატრონეც.

გიორგი დეკანოიძის გატაცების საქმეზე სამართალდამცველებმა 10 პირი დააკავეს. მათ შორის არის სამარშუტო ტაქსის მძღოლი, რომელმაც სავარაუდოდ გატაცებული ახალგზარდა დაჯგუფების წევრებთან ერთად თბილისიდან წყალტუბოში ჩაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გატაცებული თბილისსა და წყალტუბოში ჩატარებული ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლა. სახლიდან პოლიციამ ნიღბები და ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო. დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

დღის ამბები