04 მაისი 2024,   05:06
ვრცლად
მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელს, დავით ცუხიშვილს, მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმის გაყალბებაში ადანაშაულებენ

დავით ცუხიშვილს, რომელიც მირზა სუბელიანთან გლდანის ციხეში იმყოფებოდა, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმის გაყალბებაში ადანაშაულებენ. ყოფილი პრემიერის ადვოკატებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მარჯვენა ხელი მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეს იძიებდა.

მერაბიშვილის ადვოკატების მტკიცებით, გლდანის ციხის ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ დადგინდა, რომ მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ ჩადენილ დანაშაულს ობიექტურად ვერ გამოძიებდა.

დავით ცუხიშვილი მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეზე უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებს სწავლობდა. გენინსპექციის მიერ ჩატარებული მოკვლევის მასალების ნაწილი „კურიერმა“ მოიპოვა. ცუხიშვილის მიერ ხელმოწერილ ოქმში, რომელიც მან უსაფრთხოების კამერების ჩანაწერების შემოწმების შემდეგ გააკეთა, აღნიშნულია, რომ აღნიშნა, რომ ჩანაწერში საინტერესო ვერაფერი აღმოჩნდა.  

დავით ცუხიშვილის მიერ დადებული დასკვნები და თავად მისი ჩვენებაც საქართველოს ხელისფლების მიერ სტრასბურგში გაგზავნილ მასალებშიც დევს, თუმცა ევროსასამართლოს დარწმუნება საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო და ქართულ მხარეს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ეპიზოდის გამოძიება დაავალა.

ადვოკატები და პოლიტიკური ოპონენტები ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ამ საქმეზე პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩება.

დღის ამბები