14 ნოემბერი 2018,   01:22
ვრცლად
პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წარდგენა - რუსული მედია საკითხით მანიპულირებს

რუსული მედია, საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წარდგენის შესახებ, აქტიურად განიხილავს. 

პირველი არხის წამყვანის განცხადებით, პატარკაციშვილი არა გულის შეტევით, არამედ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბრძანებით მოკლეს. 4 წუთნახევრიან სიუჟეტში, საკუთარი ვერსიის გასამყარებლად პუტინის მთავარმა მედია არხმა ბადრი პატარკაციშვილის დაცვის ყოფილი წევრი, ალექსადრე ლუგავოიც გამოიყენა.

„მედიის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა ყურადღებით შეისწავლა ქრონოლოგია, როდის დაიწყო რუსულმა მედიამ ბადრი პატარკაციშვილის თემით მანიპულირება. თამარ კინწურაშვილის დაკვირვებით, პირველად კრემლის კონტროლირებად არხებზე ლონდონში გარდაცვლილი ბიზნესმენი საქართველოს პროკურატურაში ჩატარებულ სკანდალურ ბრიფინგამდე ახსენეს. კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალის წაყენების შემდეგ კი ეს საკითხი რუსული მედიის მთავარი თემა გახდა. 

„საქართველოს პროკურატურა: ბერეზოვსკის მეგობრის და საქმიანი პარტნიორის მკველელობის სანქცია სააკაშვილმა გასცა, პუტინი არაფერ შუაშია" - ამ სათაურით სტატია 17 ოქტომბერსვე გამოაქვეყნა რუსულმა სააგენტომ "ნიუსრუმ."

„საქართველოში განაცხადეს, რომ პატარკაციშვილის მკვლელობაში სააკაშვილიც მონაწილებდა," - წერს "gazeta.ru"

იგივე ვერსიას ავითარებენ არაერთი ვებპორტალი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არხი, კომერსანტი და სხვა ცნობილი გამოცემები.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის გაურკვეველია, რატომ წამოიწყო მერაბიშვილის საქმე საქართველოს პროკურატურამ, მაშინ როდესაც სათანადო მტკიცებულებები საქმეში არ დევს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები