14 ნოემბერი 2018,   22:40
ვრცლად
2018 წლის ანტირეკორდი მოხსნილია - ლარი გაუფასურების ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა

ლარმა 2018 წლის გაუფასურების რეკორდი მოხსნა. პირველი იანვრიდან დღემდე, ეროვნული ვალუტა ასეთი გაუფასურებული ჯერ არ ყოფილა, კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის შესაძენად 2,73 ლარია საჭირო.

ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან ერთად იმპორტირებულ საქონელზე, მედიკამენტებსა და საწვავზე იზრდება ფასები.

ექსპერტები ლარის გაუფასურებას წინასაარჩევნო მოლოდინებს უკავშირებენ და მის გამყარებას არც უახლოეს პერიოდში ვარაუდობენ.

ოპოზიცია ლარის არაპროგნოზირებადი რყევის პროცესებს მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს.

ლარის კურსის ცვლილებებთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი არ აქვს მმართველ გუნდსაც. საპარლამენტო უმრავლესობაში აღიარებენ, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში ეროვნული ვალუტის რყევა გაგრძელდება.

 

დღის ამბები