14 ნოემბერი 2018,   18:24
ვრცლად
"შენების მოძრაობის " საპრეზიდენტო კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს

"შენების მოძრაობის " საპრეზიდენტო კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. დავით უსუფაშვილი მეორე დღეა კახეთში იმყოფება. თელავის და ყვარლის შემდეგ, დავით უსუფაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მშობლიურ სოფელ მაღაროში ჩავიდა და ამომრჩეველს შეხვდა.

საარჩევნო პროგრამა და პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში განსახორციელებელი აქტივობები-ეს და სხვა საკითხები დავით უსუფაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე დეტალურად განიხილა.

„მე დღეს ვიმყოფები სოფელ მაღაროში, სოფელში, სადაც მე დავიბადე, გავიზარდე, სკოლა დავამთავრე. მე ჩემს თანასოფლელებთან ვსაუბრობ საერთო საქვეყნო გასაჭირზე, იმიტომ რომ ამ ხალხმა ძალიან კარგად იცის, არც ერთ სოფელს არ ეშველება ამ ქვეყანაში, თუ სახელმწიფო ფეხზე არ დადგა. არანაირი პრობლემა არ მოგვარდება არც პენსია, არ უმუშევრობა, არც სამედიცინო მომსახურება, თუ კანონის უზენაესობა არ დამყარდა ამ ქვეყანაში. არც ერთი პრობლემა არ მოგვარდება, სანამ ქვეყანა არ გამთლიანდება,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

დღის ამბები