26 აპრილი 2024,   20:38
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი რიყის პარკში ახალგაზრდებს შეხვდა

„ლეიბორისტული“ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი რიყის პარკში ახალგაზრდებს შეხვდა.

ნათელაშვილმა ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდების როლზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლების მიზანი უნდა იყოს, ახალ თაობაზე ზრუნვა.

საპრეზიდენტო კანდიდატი პირობას დებს, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში მშობლებს შვილების ქუჩაში გაშვება აღარ შეეშინდებათ.

„ჩემი პრეზიდენტობის დროს თქვენ შეგეძლებათ თავისუფლად გაუშვათ შვილები გარეთ და გექნებათ გარანტია, რომ მათ არავინ არ მოგიკლავთ, არ დაიწერს, საწამლავს ნარკოტიკის სახით არ მისცემს. წასულებს დავაბრუნებთ უკან და გავუჩენთ მოტივაციას შექმნან ოჯახები, მიიღონ მაღალი კლასის განათლება და ერის წინსვლა იყოს გარანტირებული ახალგაზრდობაზე ზრუნვის ყველა სახელმწიფოებრივი ფორმატით,“-განაცხადა ნათელაშვილმა.

დღის ამბები