03 მაისი 2024,   00:55
ვრცლად
„ეს არის ტყუილი და ამას ჩვენ მტკიცებულებით დავადასტურებთ," - ირაკლი კობახიძე "ევროპულ საქართველოს" პასუხობს  

„ევროპული საქართველოს“ მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც რუსეთმა სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატები საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებად წარადგინა, პარლამენტის თავმჯდომარე სიცრუეს უწოდებს.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუკი რაიმე მტკიცებულებად შეიძლება რუსეთმა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, ეს მხოლოდ ევროსაბჭოში  2008 წელს მიღებული რეზოლუციაა, რომელსაც ხელი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და დავით ბაქრაძემ მოაწერა.

„ეს არის ტყუილი და ამას ჩვენ მტკიცებულებით დავადასტურებთ. რაც შეეხება ჰააგის საქმეს, თუ რამე შეიძლება მტკიცებულებად წაიღოს იქ რუსთის ფედერაციამ, ეს არის ის რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერა მთელმა "ნაცმოძრაობამ" თავის დროზე, 2008 წელს და იქ საუბარია ძალიან მძიმე რაღაცებზე. ამაზე რანაირად შეიძლება ხელი მოაწერო და მერე როგორ შეიძლება სხვებს ესაუბრო რაღაც რაღაცებზე, ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დანაშაული ჩაიდინა 2008 წელს ნაცმოძრაობამ, ამ დანაშაულს დაამატა მეორე დანაშაული იმ ტექსტით, რომელიც არის შეტანილი რეზოლუციაში. ამაზე მძიმე დანაშაულს საქართველოში ვერავინ ვერ ჩაიდენს,“ - ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, „ევროპულმა საქართველომ“ დღეს ის დოკუმენტები გაასაჯაროვა, რომელიც აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებად არის წარდგენილი.

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მოსაზრებები ოკუპანტს გამოყენებული აქვს იმისთვის, რომ ჰააგის სასამართლოში გაამართლოს საქართველოს ოკუპაცია და ქართველების ეთნიკური წმენდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები