26 აპრილი 2024,   17:26
ვრცლად
"ხელისუფლებას ეშინია სუბელიანის იმიტომ, რომ მან ბევრი რამ იცის მაგათ არაფორმალურ მმართველ ბიძინაზე" - იმერეთში ციხის ჩანაწერებს ეხმაურებიან   

მოკლული მოზარდების საქმე  და ფარული ჩანაწერები ციხიდან, სადაც მირზა სუბელიანი მოწმის მოსყიდვასა და საქმის ფალსიფიცირებაზე საუბრობს - იმერეთში ამბობენ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა ერთ-ერთია მათ შორის, რომელზე სუბელიანი ხელისუფლებას გაურიგდა.

მოქალაქეები დარწმუნებულები არიან, რომ სუბელიანმა ბევრი იცის მოქმედ მთავრობაზე, ამიტომ მათ დაშანტაჟებას მარტივად ახერხებს.

„ადამიანს, რომელსაც აქვს ბევრი შავი საქმეები გაკეთებული, ესეც ერთ-ერთი მორიგი საქმე არის მისი, რომელზეც გაურიგდა ხელისუფლებას. ხელისუფლებას ეშინია ამ პიროვნების იმიტომ, რომ მან ეტყობა, ძალიან ბევრი რამე იცის კიდევ ამ ხელისუფლებაზე. მაგათ არაფორმალურ მმართველზე - ბიძინაზე, რომლის გამოც არიან ჩუმად,“ - ამბობენ იმერეთში.

მოქალაქეები ქართულ ოცნებას მხედრიონთან აიგივებენ. იმერეთში ყველა იმ ფაქტის გამოძიებას ითხოვენ, რაზეც მირზა სუბელიანი ჩანაწერებში საუბრობს.

„შესაბამის პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული ადამიანები იმიტომ, რომ რაზე ვსაუბრობთ ჩვენ დღეს, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ არის რაღაც დაჯგუფება, რომელსაც აქვს ყველაფერის უფლება და არის საზოგადოება, რომელსაც არაფრის უფლება არა აქვს, მათ შორის გამოძიების მოთხოვნის უფლებაც,“ - აცხადებენ იმერეთში.

რეგიონში ამბობენ, რომ მათთვის შოკისმომგვრელი იყო იმის მოსმენა, რაზეც სუბელიანი საუბრობდა. მათ შორის, ესაა გატაცებები, ადამიანის წამება, მოწმეების მოსყიდვა და გარიგება მაღალჩინოსნებთან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები