26 აპრილი 2024,   19:46
ვრცლად
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს პირადობებს ართმევენ და ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას სთხოვენ - "კურიერმა" ექსპერტიმენტი ჩაატარა

თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს ხელმძღვანელი პირები პირადობის მოწმობებს ართმევენ - კურიერმა ექსპერტიმენტი ჩაატარა.

ხელმძღვანელი პირადი მონაცემებით სპეციალურ სიებს ადგენენ, ხელს აწერინებენ და აფრთხილებენ, რომ არჩევნებზე სახელისუფლებო კანდიდატი უნდა შემოხაზონ.

ფსიქოლოგიურ ზეწოლას მეეზოვეებსა და დასუფთავების სამსახურის 7 ათასამდე თანამშრომელზე მათივე უბნის ხელმძღვანელები კოორდინირებულად ახორციელებენ.

კურიერის ჟურნალისტმა მეეზოვეებს დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლად გააცნო თავი. მეეზოვეებმა არ დამალეს, რომ პირად მონაცემებთან სამსახურში ოჯახის წევრების პირადობის მოწმობებიც მიიტანეს.

მეეზოვეებს ხელმძღვანელები ეუბნებიან, რომ მათ ხელისუფლება აფინანსებს, სახელმწიფო სამსახურში მუშაობენ და შესაბამისად ხმაც სახელისუფლებო კანდიდატს უნდა მისცენ.

თბილისში ყველა რაიონს საკუთარი უბნის ხელმძღვანელი ჰყავს, ისინი მეეზოვეების მიერ შესრულებულ სამუშაოს მონიტორინგს უწევენ. დილის ხუთ საათზე, მაშინ, როდესაც კურიერმა ფარული გადაღება დაიწყო, ჯერ მეთვალყურეები ქუჩაში არ იყვნენ, თუმცა, მალავე გამოჩნდნენ. იმის გამო, რომ კურიერი ფარული გადაღების კამერით მუშაობდა, ისინი ვერ მიხვდნენ, თუ ვინ აღწერდა მეეზოვეებს ქუჩაში.

რუსთავი2-ის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას არასამთავრობო სექტორი ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენად და ადმინისტრაციული რესურსის წინასაარჩევნოთ გამოყენებად აფასებს.

რა რეაგირება მოჰყვება ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და პროკურატურის მხრიდან თბილისის მერიის სსიპ-ის სავარაუდო გადაცდომას, ეს ჯერჯერობით უცნობია.

 

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

დღის ამბები