26 აპრილი 2024,   19:00
ვრცლად
მმართველი გუნდისთვის გამოტანილი განაჩენი - ცნობილი სახეები არჩევნების შედეგებს ეხმაურებიან

მმართველი გუნდისთვის გამოტანილი განაჩენი - ასე აფასებს საზოგადოების ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.

რატომ აღმოჩნდა ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის გზავნილები მიუღებელი, ამ თემაზე საკუთარი მოსაზრება აქვთ იმ ამომრჩევლებს, ვისთვისაც სალომე ზურაბიშვილის შეფასება რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით დანაშაულია.

არჩევნების ასეთ შედეგს ხელისუფლების მიმართ საზოგადოების პროტესტად აფასებენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების ნაწილი. ხელოვანები, მწერლები თვლიან, რომ დიდი დაპირებებით მოსულმა ხელისუფლებამ მისი წინამორბედის შეცდომებიც გაიმეორა და საკუთარიც დაუმატა.

სამოქალაქო სექტორში კი ფიქრობენ, რომ არჩევნები აქტიურმა სამოქალაქო საზოგადოებამ მოიგო. ამბობენ, რომ  ავტორიტარული მმართველობა, უსამართლობა, კორუფცია და სიღარიბე - სწორედ ამ პრობლემებმა შექმნა საზოგადოებაში საპროტესტო განწყობა.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები