06 მაისი 2024,   14:59
ვრცლად
ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს ბრალი ოფიციალურად დღეს უნდა წარუდგინონ. „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს ლაშა გოგიასა და გია გულორდავას დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. ისინი წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

დაკავებულები დღის ბოლოს ადვოკატებმა მოინახულეს.

ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას სექტემბრიდან ედავება, თუმცა მისი დაკავება საგამოძიებო უწყებამ საჭიროდ მხოლოდ წაგებული არჩევნებიდან 5 დღის შემდეგ ჩათვალა. მაღალჩინოსნების წინაღმდეგ საქმის მთავარი მტკიცებულება ”კურიერის ”ეთერში გასული ფარული აუდიო ჩანაწერია.

დღის ამბები