26 აპრილი 2024,   19:57
ვრცლად
მმართველი გუნდი საპატრიარქოსთან დათმობაზე მიდის და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებებს უზღუდავს

საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებებს პარლამენტი საპატრიარქოს თხოვნით შეუზღუდავს. ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ქვეყნის მთავარ სასამართლოს პარლამენტი უფლებებს კიდევ უფრო შეუზღუდავს, საკონსტიტუციო სარჩელების განხილვის პროცესს გაართულებს და მოსამართლეებს გადაწყვეტილების მისაღებად უფრო რთული გზის გავლა მოუწევთ.

საპატრიარქოში ამბობენ, რომ დღეს ეკლესიამ შეხვედრაზე მოითხოვა გაიზარდოს იმ მოსამართლეთა რიცხვი, რომლებიც მარიხუანასა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაზე გადაწყვეტილებებს იღებენ.

საკონსტიტუციო სასამართლოში ჩარევა კატეგორიულად მიუღებელია საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი ყველაზე მიუკერძოებელი მოსამართლის ქეთი ირემაძისთვის.

კონსტიტუციონალისტები და იურისტები ამბობენ, რომ ხელახალი იერიში საკონსტიტუციო სასამართლოზე არჩვენების მეორე ტურის წინ პოპულისტური ნაბიჯია და ამომრჩეველთა გულის მოსაგებადაა გამიზნული.

როდის დაიწყებს პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას, ირაკლი კობახიძეს ჯერ არ დაკონკრეტებია. თუმცა, სავარაუდოდ, „ოცნებამ“ ცვლილებები პარლამენტში მეორე ტურამდე უნდა წარადგინოს.

დღის ამბები