03 მაისი 2024,   01:06
ვრცლად
ვგმობთ ახალი ღობის გავლებას ოსური მხარის და რუსი მესაზღვრეების მიერ - ევროკავშირის ელჩი საქართველოში

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა კიდევ ერთხელ დაგმო სოფელ ატოცში რუსეთის მხრიდან ახალი მავთულხლართების გავლება.

კარლ ჰარცერის განცხადებით, მსგავსი ქმედებებით ირღვევა ადამიანის უფლებები და ადგილობრივებისთვის ცხოვრება კიდევ უფრო რთულდება.

„მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ვგმობთ ახალი ღობის გავლებას ოსური მხარის და რუსი მესაზღვრეების მიერ. აშკარაა, რომ მსგავს ქმედებები ზღუდავს ადამიანთა უფლებებს და უფრო ართულებს ადგილობრივთა ცხოვრებას. ასეთ საქციელს არანაირი გამართლება არ აქვს. ღობის გავლება ცუდი იდეაა. მნიშვნელოვანია, რომ დაძაბულობა განიმუხტოს და დიალოგი განახლდეს, არ უნდა დაიბლოკოს ცხელი ხაზი,“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დღის ამბები