26 აპრილი 2024,   18:12
ვრცლად
კვირის ბოლოს ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა

კვირის ბოლოს ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინ დღის ბოლოს ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7146 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7505 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0359 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0800 ლარია მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.1405 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0605 ლარი შეადგინა.

 

 

დღის ამბები