26 აპრილი 2024,   20:02
ვრცლად
აღმაშფოთებელია ის აგრესია, რომელსაც საარჩევნო აგიტაციის პროცესში ვხედავთ - კობახიძე საარჩევნო გარემოზე ევროკავშირის ელჩის უარყოფით შეფასებას ეხმაურება 

საქართველოში ევროკავშირის ელჩის მიერ საარჩევნო კამპანიის ნეგატიურად შეფასებას პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება.

ირაკლი კობახიძე იზიარებს კარლ ჰარცელის მოსაზრებას წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნავს, რომ საარჩევნო კამპანია აგრესიის შემცველია.

კობახიძის თქმით, ერთადერთი საარჩევნო კანდიდატი, კამპანიის მსვლელობისას არ გამოირჩეოდა სიძულვილის ენითა და აგრესიით, სალომე ზურაბიშვილია.

„რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის სულისკვეთებას. ნამდვილად შემაშფოთებელი და აღმაშფოთებელია ის აგრესია, რომელსაც ჩვენ საარჩევნო აგიტაციის პროცესში ვხედავთ. ერთადერთი საარჩევნო კანდიდატი, რომელიც კამპანიის მსვლელობისას არ გამოირჩეოდა სიძულვილის ენით, აგრესიით, იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. დანარჩენს, თქვენ ხედავდით, წინასაარჩევნო კამპანია და აგიტაცია  აბსოლუტურად განმსჭვალული იყო სიძულვილის ენით და ბილწსიტყვაობითაც კი, რაც სრულიად აღმაშფოთებელი და შემაშფოთებელია,“ - განაცხადა კობახიძემ.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემოს ნეგატიურად აფასებს. კარლ ჰარცელი სიძულვილის ენის გამოყენებას ეხმაურება, რაც მისი თქმით, მიუღებელია.

დიპლომატის თქმით, აუცილებელია მუქარის შემცველ განცხადებებზე, გამოძიება დროულად წარიმართოს.

დღის ამბები