26 აპრილი 2024,   13:32
ვრცლად
სულელური პროპაგანდა გაქვთ, თურმე რუსეთი გებრძვით ამ არჩევნებში - რატომ ხდება რომ ყველა პრორუსი ზურაბიშვილს უჭერს მხარს? - ბოკერია მმართველ გუნდს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, „ქართულ ოცნებას“ გასულ წელს „ქართული მარშის“ წევრების მიერ გაეროში საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა ელჩის მიმართ მუქარას ახსენებს.

ბოკერიას განცხადებით, მაშინ, როცა მმართველი პარტია საკუთარ მხარდაჭერილ კანდიდატზე განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს, გასულ წელს მათ არათუ არ დაგმეს თათია დოლიძეზე განხორციელებული მუქარა, პარტიის სპიკერმა თქვა, რომ ამ ჯგუფის წევრების პატრიოტიზმში ეჭვი არ ეპარება.

ბოკერია ამბობს, რომ ერთადერთი წითელი ხაზი მმართველი პარტიისთვის კულტურის ყოფილი მინისტრის, ყოფილი მოადგილის იურა მეჩითოვის განცხადებები აღმოჩნდა.

ბოკერია მოუწოდებს მმართველ გუნდს შეწყვიტოს თანამშრომლობა ყველა პრორუსულად განწყობის პერსონასთან. მისივე განცხადებით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს პრორუსულობაში ადანაშაულებს, მაშინ როცა ყველა „პროპუტინისტი“ მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს.

„თქვენს წითელ ზღვარს დავარქმევდი, როდესაც მეჩითოვს გაემიჯნეთ. ოღონდ ძალიან ზრდილობიანად გაემიჯნეთ, ცდებაო მეჩითოვიო ასე თქვით, მცდარი მოსაზრებები აქვსო. მეჩითოვი ცდება და ჩვენ ვართ პირსისხლიანები, მეჩითოვი ცდება და თქვენი ოპონენტები არიან პირსისხლიანები, ვის ქვეშაც მიწა უნდა იწვოდეს.

მარტო მეჩითოვი კი არ არის თქვენი წითელაშვილი, ბრეგაძე, თარხან მოურავი, ინაშვილი , ზასოხოვი, ყველა ვინც ცნობილია პროპუტინური პოზიციით, ყველა ვინც სიძულვილს ქადაგებს. გაემიჯნეთ მაგ ხალხს, დაგმეთ ეს ხალხი.

სულელური პროპაგანდა, რომ გაქვთ, თურმე რუსეთი გებრძვით თქვენ ამ არჩევნებში - რატომ ხდება რომ ყველა პრორუსული , ყველა პროპუტინური ყველა სიძულვილის მქადაგებელი ყველა სალომე ზურაბიშვილს რატომ უჭერს მხარს?ატყუებთ?შეცდომაში შეგყავთ?

თქვენ გგონიათ არ ვიცით ირმა ინაშვილმა საკუთარი კანდიდატურა არ დააყენა? იმიტომ რომ ის 3-4% არ წაერთმია სალომე ზურაბიშვილისთვის, ახლა მხარს უჭერს. გაემიჯნეთ მათ, მაგრამ  გინდათ მათი მხარდაჭერა ფულს აძლევთ და ამ პარლამენტში თქვენი დახმარებით შემოვიდნენ“-მიმართა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს .

დღის ამბები