26 აპრილი 2024,   14:54
ვრცლად
ჩვენი ხელისუფლება წარმოადგენს მხარეს, რუსულ მხარეს - ცენტრი „ემპათიას“ დირექტორი

„არც ისე ცუდად არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და გამოძიებაში საქმე, როგორც ამას ჩვენი ხელისუფლება ხატავს, დარწმუნებული ვარ, რომ სამხედრო დანაშაულის შესახებ საქართველოს დადანაშაულება ვერ მოხდება,“- ამის შესახებ წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო, ნეგატიურად აისახება ჰააგაში მიმდინარე გამოძიებაზე.

ჯიშკარიანის განცხადებით, 2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოს მოსახლეობის მიმართ ეთნიკური წმენდა განხორციელდა, რაც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია.

„ჩვენი ხელისუფლება თავგამოდებული, უმაღლესი თანამდებობის პირები, ბიძინა ივანიშვილი, საპრეზიდენტო კანდიდატი თავგამოდებული აცხადებენ, რომ სატირალი რომ არ იყოს, სასაცილოც იქნებოდა, საქართველომ დაიწყო სამხედრო მოქმედებები რუსთის წინააღმდეგ, რომ ჩაიდინა დანაშული, რომ დანაშული ჩაიდინა სააკაშვილმა, ეს არის სასაცილო, რომ არ იყოს სატირალი, ვინაიდან ხელისუფლება აცხადებს. ჩვენი ხელისუფლება წარმოადგენს მხარეს, რუსულ მხარეს, მხარს უჭერენ რუსეთს ამ დავაში, ჩვენ უნდა გაგვაჩნდეს ბერკეტი, რომ მოითოკოს ასეთი აღვირახსნილი მხარდაჭერა რუსეთის მიმართ,“- განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები