26 აპრილი 2024,   19:39
ვრცლად
ფინეთი რუსეთს ნორვეგიაში ნატოს წვრთნების ჩაშლაში ადანაშაულებს 

ფინეთი რუსეთს ნატოს წვრთნების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს. საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სიგნალი, რომელმაც GPS-ის სისტემა მწყობრიდან გამოიყვანა, რუსეთის ტერიტორიიდან გავრცელდა.

საუბარია ცივი ომის შემდეგ გამართულ ყველაზე მასშტაბურ წვრთნებზე, რომელიც ნორვეგიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მანევრების განმავლობაში გამოვლინდა ხარვეზები, რის გამოც ნატოს ტექნიკა აღარ მუშაობდა.

ფინეთში აცხადებენ, რომ გამოძიება გრძელდება, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ ჩამხშობი სიგნალი რუსეთიდან მიზანმიმართულად გაავრცელეს.

დღის ამბები