26 აპრილი 2024,   13:28
ვრცლად
"ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ?" - ზურაბიშვილი ხატია ბუნიათიშვილისთვის მადლობის გადახდას განმარტავს

„მე მადლობა ვუთხარი, როგორც ხუმრობა, მე თვითონ ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ?“ - ასე განმარტა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, ხატია ბუნიათიშვილის დოკუმენტური ფილმის პოსტერის საკუთარ Facebook გვერდზე გაზიარება.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ძალიან კარგად იცის, ვისი მხარდამჭერია პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი და განმარტავს, ამ პოსტერის გაზიარებით მან იხუმრა.

„ხატია ბუნიათიშვილის სურათზე იყო, რაც თქვენგან ძალიან შორს არის - ხუმრობა იმიტომ, რომ თვითონ გამოაკრა 48. ძალიან კარგად ვიცი, ვისი მომხრეა და ვისი არ არის. ამავე დროს გერმანულადაც ვკითხულობ... მე მადლობა ვუთხარი, როგორც ხუმრობა, მე თვითონ ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ?“ - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილი.

გუშინ საღამოს სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია არტეს მომზადებული ფილმი "48 საათი საქართველოში" მისი კანდიდატურისადმი პიანისტ ხატია ბუნიათიშვილის მხარდაჭერად გაასაღა. საპრეზიდენტო კანდიდატმა სოციალურ ქსელში ფილმის საპრემიერო ბანერი განათავსა წარწერით - "მადლობა ხატიას!" მოგვიანებით კი სალომე ზურაბიშვილმა ის წაშალა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები