26 აპრილი 2024,   14:00
ვრცლად
ყალბი პირადობის მოწმობები - მიხეილ ბენიძის განმარტებით, საუბარი შესაძლოა ლამინირებულ მოწმობებს ეხებოდეს

"სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე კიდევ ერთხელ ეხმაურება ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების შესაძლო ბეჭდვის ფაქტს. 

ბენიძის თქმით, წყარო, რომელმაც მათ ინფორმაცია მიაწოდა, ორგანიზაციისთვის სარწმუნოა. "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ამბობს, რომ შესაძლოა საუბარი იყოს არა ბიომეტრიულ მოწმობებზე, არამედ ლამინირებულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე, რომელთა გაცემაც ამ დრომდე ხდება. 

„ჩვენ რა ინფორმაციაც  მოგვაწოდა კონკრეტულმა წყარომ, ამ ინფორმაციის ნაწილის გადამოწმება შევძელით, რაც ჩვენს რესურსებში შედიოდა. ასევე ჩვენ მათ შორის შევეცადეთ დაგვედგინა სად არის შესაძლებელი, რომ დამზადდეს კონკრეტული აიდი ბარათები ეს ლამინირებული პირადობები ცალკეულ შემთხვევებში ისევ მზადდება ეს თვითონ დაადასტურეს ჩვენთან საუბრისას სხვადასხვა წყაროებმა, იმედი მაქვს, რომ ამას გამოძიება გასცემს პასუხს.

"ეს ინფორმაცია, რამაც ჩვენთან გამოჟონა კონკრეტული თანამდებობის პირის მხრიდან სერვისების განვითარების სააგენტოდან,  ამ ინფორმაციის სხვადასხვა ასპექტები საკმაოდ სარწმუნო იყო ჩვენთვის და სარწმუნო არის შესაბამისად დანარჩენ ნაწილზე გამოძიება უნდა წარიმართოს,“-ამბობს მიხეილ ბენიძე.

წინასაარჩევნოდ ყალბი პირადობების სავარაუდო ბეჭდვის შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივად გაავრცელეს და მათ საგამოძიებო ორგანოებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები