26 აპრილი 2024,   18:45
ვრცლად
ქებულში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაშავებული ადამიანების რიცხვი ნელ-ნელა იზრდება

ავღანეთში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა. ქაბულის საავადმყოფოებში ამ დრომდე 80 დაშავებულს მკურნალობენ.

ძლიერი აფეთქება ავღანეთის დედაქალაქში გუშინ საღამოს მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა რიტუალების სასახლეში აიფეთქა თავი, სადაც სასულიერო პირები მუჰამედ წინასწარმეტყველის დაბადების დღესთან დაკავშირებით შეხვედრას მართავდნენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.

თალიბებმა მომხდართან კავშირი კატეგორიულად უარყვეს.

დღის ამბები