26 აპრილი 2024,   18:54
ვრცლად
ყოფილმა დაქირავებულმა მებრძოლებმა ჰააგის მთავარი პროკურორის სახელზე სარჩელი შეიტანეს

რუსი მებრძოლები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კერძო სამხედრო კომპანიებისა და მათ ხელშემწყობთა წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას სთხოვენ. ჰააგის მთავარი პროკურორის ფატუ ბენსუდას სახელზე სარჩელი ყოფილმა დაქირავებულმა მებრძოლებმა შეიტანეს, რომლებიც აცხადებენ, რომ კერძო კომპანიები საიდუმლოდ აგზავნიდნენ სამოქალაქო პირებს სირიაში, უკრაინასა და აფრიკაში საბრძოლველად, რუსეთის კანონმდებლობით კი სამოქალაქო პირების საომრად გაგზავნა იკრძალება.

ამის გამო სამშობლოში მათ, როგორც დაქირავებულ მეომრებს, გასამართლებაც ემუქრებათ.

რუსეთის ხელისუფლება კერძო სამხედრო კომპანიებთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ მებრძოლები მოხალისეების სტატუსს ატარებენ, ამიტომ მთავრობას მათზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

ვეტერანების მხარდასაჭერად სარჩელს 300 ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწერა ხელი.

დღის ამბები