26 აპრილი 2024,   18:23
ვრცლად
"ინფორმაციის გამცემს არ დავასახელებთ, ეს არის ჩვენი უფლება" - TI-ის აღმასრულებელი დირექტორი პროკურატურაშია დაბარებული

ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დაბეჭდვის საქმეზე მთავარ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. დღეს საგამოძიებო ორგანოში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეა დაბარებული. არც გიორგი ონიანი აპირებს დაასახელოს ის პირი, ვინც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან ყალბი პირადობების შესაძლო დაბეჭდვის საქმეზე მათ მიაწოდა ინფორმაცია. წყარო არ დაასახელა არც ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა, რომელიც გამოძიების კითხვებს 4 საათის განმავლობაში პასუხობდა. მისი თქმით პროკურატურას აქვს ყველა ის ინფორმაცია, რაც საქმის წარმოებისთვის არის მნიშვნელოვანი.

"წყაროს არ დავასახელებთ, ეს არის ჩვენი უფლება და ეს არის ის უმნიშვნელოვანესი გარანტია, რომლითაც სარგებლობენ არასამთავრობოები და უფლებადამცველები, რომ ყველას ვისაც მოუნდება რაიმე უკანონობაზე საუბარი, ძალიან დაწყნარებულად და მშვიდად შეძლონ ჩვენთან მოსვლა იმ გარანტიით, რომ ჩვენ ამ ინფორმაციას არავისთან არ გავამჟღავნებთ,"- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი. 

დღის ამბები