26 აპრილი 2024,   17:07
ვრცლად
მზადება არჩევნების გაყალბებისთვის და სპეციალური სიები საარჩევნო უბნებზე - ოპოზიციის ბრალდებებს ცესკო პასუხობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს. სპეციალურ სიების შედგენასთან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი, ანა მიქელაძე, განმარტებას აკეთებს.

მისი თქმით, სპეციალური სიები იმ ადამიანებისთვის იქმნება, ვინც ხმის მიცემას რეგისტრაციის მისამართზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო ვერ ახერხებს.

„კანონმდებლობის თანახმად, მონაცემებს იმ პრების შესახებ, რომლებიც არჩევნების დღეს საკუთარი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო იმყოფებიან რეგისტრაციის ადგილისგან განსხვავებულ მისამართზე, ადგენს და საარჩევნო ადმინისტრაციას გადმოსცემენ შესაბამისი უწყებები. ძირითად სიაში ანუ იქ, სადაც იმყოფებიან ეს პირები და არიან რეგისტრირებულები, კეთდება სპეციალური ჩანაწერი, სადაც არის მითითებული, რომ აღნიშნული პირები არიან გადაყვანილი სპეციალურ სიაში, რაც იმას უზრუნველყოფს, რომ თითოეული მოქალაქე არჩევნებში იღებს მონაწილეობას მხოლოდ ერთხელ,“ - განაცხადა ანი მიქელაძემ.

გაერთიანებული ოპოზიცია გაყალბების კიდევ ერთ სქემაზე საუბრობს, რომლითაც, მათი მტკიცებით, ცესკო ხმებით მანიპულირებას ცდილობს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი, აცხადებს, რომ ცესკო-მ სპეციალური სიები შეადგინა და ცდილობს, რომ იმ უბნებზე, სადაც ვაშაძე ლიდერობდა, მეორე ტურში ეს მონაცემები შეცვალოს.

ბეჟაშვილმა მაგალითად მოიყვანა სამგორის საარჩევნო ოლქი, სადაც, მისი მტკიცებით, დამატებით 1329 პოლიციელის და სამხედრო მოსამსახურის მობილიზება იგეგმება.

ამავე თემაზე
დღის ამბები