03 მაისი 2024,   20:39
ვრცლად
ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვა - იორმუღალოს მცხოვრებლებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ რესტორანში უმასპინძლა

ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. იორმუღალოს ცენტრში მდებარე რესტორანში ადგილობრივებს უმასპინძლეს.

"კურიერის" ინფორმაციით, 70 ადამიანზე გაშლილ სუფრას აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ილჰამ კულიევი და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ესწრებოდნენ, რომელმაც შენობა კამერის გამოჩენისთანავე სათადარიგო კარიდან დატოვა.

ადგილზე ჩასულ "კურიერის" გადამღებ ჯგუფს რესტორანში მყოფმა რამდენიმე პირმა დაუდასტურა, რომ მათი შეკრების მიზანი სახელისუფლებო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის მოთხოვნა იყო.

მოგვიანებით, იმ ადგილობრივზე, რომელმაც ეს ინფორმაცია დაადასტურა, თანასოფლელმა მამაკაცმა ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა.


დღის ამბები