03 მაისი 2024,   21:16
ვრცლად
ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტი ზუგდიდში - დევნილებს "ქართული ოცნების" და წარმომადგენლებმა საკვები პროდუქტები დაურიგეს

ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტი ზუგდიდში - გვარამიას ქუჩაზეც მდებარე დევნილთა დასახლებაში ადგილობრივებს, "ქართული ოცნებისა" და ვეტერანთა საბჭოს წარმომადგენლებმა საკვები პროდუქტები დაურიგეს.

სიის მიხედვით, წინასაარჩევნოდ, ერთჯერადი დახმარება მხოლოდ იმ დევნილებს გაეწია, ვინც პროდუქტების სანაცვლოდ “ქართული ოცნების” აგიტატორებს ხმის მიცემას დაჰპირდა და საკუთარი პირადობის მოწმობაც გადასცა.

მოსახლეობის დანარჩენმა ნაწილმა, რომელიც წინასაარჩევნოდ დახმარების გარეშე დარჩა, პროტესტის ნიშნად პროდუქტების წამოღება თავად გადაწყვიტა. ორგანიზატორებმა კი ტერიტორია “რუსთავი 2”-ის გადამღები ჯგუფის გამოჩენისთანავე დატოვეს.

დღის ამბები