01 მაისი 2024,   02:07
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნები - ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცები ქვეყნის მთავარსარდალს დღეს აირჩევენ 

ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც ავღანეთში მსახურობენ, საქართველოს პრეზიდენტს დღეს აირჩევენ.  საარჩევნო უბნები 2 ბაზაზე - ბაგრამსა და მაზარ-ი-შარიფში არის განთავსებული. ორივე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 896 სამხედრო მოსამსახურე, ვინც სპეციალურ პოსტზე იქნება მათ გადასატან ყუთს მიაწვდიან.

პროცესი დილის 8-დან, საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება. ორივე უბანზე 11-11 კომისიის წევრია.

თბილისში გამოგზავნილი დალუქული ყუთები 28 ნოემბერს, მას შემდეგ გაიხსნება, რაც საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურება.

დღის ამბები