18 თებერვალი 2020,   02:45
ვრცლად
ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე არჩევნები - სამოქალაქო სექტორი მეურე ტურს აფასებს

ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე არჩევნები - ასე აფასებს სამოქალაქო სექტორი გუშინდელ კენჭისყრას. არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების მეორე ტურისას გამოვლენილ კონკრეტულ დარღვევებზე ამახვილებენ ყურადღებას და არ გამორიცხავენ, რამდენიმე უბნის შედეგების გაუქმება მოითხოვონ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით დარღვევების გამო, სამოქალაქო სექტორი არც იმას გამორიცხავს, რომ 28 ნოემბრის არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს დილიდან შემაჯამებელ ბრიფინგებს მედიაცენტრში გამართავენ. დილის 10:00 საათზე კი "სამართლიანი არჩევნები" პარალელური დათვლის შედეგებს გაასაჯაროებს.

„ტენდენციად შეიძლება გამოვხატოთ ის, რომ მოქალაქეები გამოდიოდნენ კაბინიდან და ღიად აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას კანდიდატებთან დაკავშირებით და ანახებდნენ ამ ყველაფერს კომისიის წევრებს, მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდეს ამ ფაქტებით,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე ამბობს, რომ არჩევნების მეორე ტურზე ისეთი სახის დარღვევები გამოიკვეთა, რაც შეშფოთებას იწვევს. 

„აქ საუბარია ამომრჩევლის ნების კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებზე. თუ მარტივად შევაფასებთ, პირველს და მეორე ტურს შორის არსებულ სხვაობას, შეგვიძლია თამადად ვთქვათ, რომ მეორე ტური ბევრად უფრო დაძაბული იყო,“ - განაცხადა სალაძემ.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ, მსგავსი საარჩევნო პერიოდი, რაც საზოგადოებამ პირველ და მეორე ტურს შორის იხილა, არ უნახავს. რაც მისი თქმით, შეშფოთების საგანს წარმოადგენს.

 

 

დღის ამბები