17 იანვარი 2019,   16:02
ვრცლად
საყოველთაო ანტი-სამთავრობო აქციებს საფრანგეთში სტუდენტებიც შეუერთდნენ

საყოველთაო ანტი-სამთავრობო აქციებს საფრანგეთში სტუდენტებიც შეუერთდნენ.

ემანუელ მაკრონის ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ ახალგაზრდები პარიზში, ბორდოსა და ნანტში გამოვიდნენ.

აქცია სამივე ქალაქში შეტაკებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს მანქანებს და პოლიციას ქვები დაუშინეს, ძალოვანებმა კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

არეულობის მორიგი ტალღის თავიდან ასაცილებლად, საფრანგეთის ხელისუფლებამ საწვავის გაძვირების გეგმის განხორციელება, 6 თვით ნაცვლად, უკვე ერთი წლით გადადო, ოპოზიცია კი ქვეყანაში ვითარების გასაკონტროლებლად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს.

დღის ამბები