26 აპრილი 2024,   14:44
ვრცლად
კვირის ბოლოს ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა

კვირის ბოლოს ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინ, დღის ბოლოს, ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6682 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6668 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0324 ლარია მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.0218 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0106 ლარი შეადგინა.

 

დღის ამბები