26 აპრილი 2024,   20:57
ვრცლად
სამი ლოკაცია და მრავალჟამიერი, ეროვნულ ჰიმნთან ერთად-პრეზიდენტის ინაუგურაციამდე 7 დღე რჩება

7 დღე საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციამდე-ცნობილია, რომ ქვეყნის პირველი პირი საპრეზიდენტო ფიცს თელავში, ერეკლეს სასახლეში დადებს.

ინაუგურაცია სწორედ იმ ქალაქში გაიმართება, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა წააგო.

ფიცის დადებამდე სალომე ზურაბიშვილის სურვილით ის ჯერ თბილისში, მთაწმინდაზე ილია ჭავჭავაძის საფლავზე მივა. შემდეგ კი გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. დაგეგმილია მისი ვიზიტიც პარლამენტში. ამის შემდეგ გაემგზავრება სალომე ზურაბიშვილი თელავში, სადაც ის საპრეზიდენტო ფიცს დადებს. მოგვიანებით კი წინანდალში მიწვეული სტუმრებისთვის მიღება გაიმართება.

გარდა ამისა, ცნობილია კიდევ ერთი დეტალი, სალომე ზურაბიშვილს სურს, რომ ფიცის დადების დროს ეროვნული ჰიმნის გარდა, მრავალჟამიერიც ისმოდეს. 

  

დღის ამბები