26 აპრილი 2024,   19:45
ვრცლად
ზეწოლა სამირა ისმაილოვას ოჯახზე - მომხდარს არასამთავრობო ორგანიზაციები შეისწავლიან

გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, სამირა ისმაილოვას ოჯახზე - არჩევნების დღეს ბოლნისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და თავად ისმაილოვა ინფორმაციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწვდიან.

ოპოზიციის ლიდერების თქმით, არჩევნების ღამეს "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის წაქეზებით, ისმაილოვას სახლში მიუვარდნენ და კარის შემტვრევას ცდილობდნენ.

ამ დროს ოჯახში იმყოფებოდა მოზარდიც, რომელმაც, ისმაილოვას თქმით, მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო.

იმაილოვა ბოლნისის პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ოპოზიციის წევრს მომხდარის შესახებ რუსთავის განყოფილებაში დღეს გამოკითხავენ.

„მაშინ, როდესაც მე ვიყავი დაზარალებული მხარე და უბრალოდ მოწმის სტატუსით უნდა დაებარებინათ ჩვენების მისაცემად, ისინი ღამის 02:00 საათზე იმუქრებოდნენ კარის ჩამოღებით, რა დროსაც, ჩემმა სამი წლის შვილმა მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა და სტრესი. იმუქრებოდნენ კარის ჩამოღებით და სხვადასხვა სახის ზეწოლას ახორციელებდნენ,“ - ამბობს ისმაილოვა.

საარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებს შეისწავლის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”. არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტი, ნინო რიჟამაძე ამბობს, რომ დარღვევებს რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს, რადგან შესაძლოა ზოგიერთი მათგანი დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. 

დღის ამბები