26 აპრილი 2024,   14:23
ვრცლად
დღეს რუსთავი 2-ის მაყურებელს "მხოლოდ ქართულის" მეორე კონცერტი ელოდება

დღეს ორშაბათია და "რუსთავი 2"-ის მაყურებელს "მხოლოდ ქართულის" მეორე კონცერტი ელოდება.

"მხოლოდ ქართულის" მეორე კონცერტი "რუსთავი 2"-ზე 09:00 საათიანი "კურიერის" დასრულებისთანავე დაიწყება.

„ჩემი სიმღერა არის ისეთი, რომელიც, მე სახელს არ ვიტყვი ამისას, მაგრამ იმედია, რომ ხალხს მოეწონება. მღელვარება არის, ვემზადებოდით მთელი კვირა. მადლობა ამისთვის პედაგოგებს,“ - განაცხადა გიორგი ნარმანიამ.

დღეს კონკურსანტები ცნობილ ქართულ სიმღერებს შეასრულებენ. მეგა შოუს 9 მონაწილედან კი პროექტს დღეს ერთი დატოვებს.

„იმ დონეზე არ ვნერვიულობ, როგორც ვნერვიულობდი პირველ ლაივზე. უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდე ამ სიმღერის შესრულებას და მომზადებას. არის უმაგრესი, ულამაზესი სიმღერა, რომელიც დარწმუნებული ვარ ჩვენმა მაყურებელმა ძალიან კარგად იცის. იქნება რაღაც ოდნავ სხვანაირი არანჟირებით და იმედია მოგეწონებათ,“ - განაცხადა ვიოლეტა მგალობლიშვილმა.

დღის ამბები