26 აპრილი 2024,   13:32
ვრცლად
ცვლილებები 2018 წლის ბიუჯეტში - საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელეს 

2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატებმა, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის ფორმატში იმსჯელეს.

მმართველი გუნდის ლიდერების თქმით, შეხვედრაზე  პოზიციების შეჯერება მოხდა.

„ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ მიმდინარე წელს პრიორიტეტები მთავრობას სწორად ჰქონდა გაწერილი და ახლა მთავარია თანხაც ამ პრიორიტეტების მიხედვით სწორად დაიხარჯოს.

„უმრავლესობის ფარგლებში დავაყენეთ ის მნიშვნელოვანი თემები, რომელზეც ვფიქრობთ, რომ დღეს საზოგადოებას სოფლად თუ ქალაქში ყველაზე მეტად აწუხებს. ეს არის გაზის, წყლის ინფრასტრუქტურა, ადგილობრივი ინფრასტრუქტურული თემები.

„იყო მსჯელობა ევროკავშირის მხრიდან მისაღებ დაფინანსებაზე, სადაც კონკრეტული არგუმენტები მოვისმინეთ ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, რომ ეს დაფინანსება ყველაზე გვიან ორკვირიანი ინტერვალით საქართველოს ჩაერიცხება, შესაბამისად ეს თანხაც იქნება ათვისებული,“-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები