26 მარტი 2019,   19:38
ვრცლად
თავდასხმა სტრასბურგში - პოლიციამ თავდამსხმელის ძმები დააკავა 

საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურგელი თავდამსხმელის ორი ძმა დააკავა, თუმცა თავად დამნაშავე ამ დრომდე იძებნება.

ქვეყნის პროკურორის განცხადებით, გასროლამდე მან ალაჰის სადიდებელი სიტყვები დაიყვირა.

თავდასხმა სტრასბურგის ხალხმრავალ ცენტრში, საშობაო ბაზრობასთან ახლოს მოხდა. დაიღუპა 3 და დაიჭრა 12 ადამიანი.

სამართალდამცველები უკან დაედევნენ დამნაშავეს და ცეცხლიც გაუხსნეს. ის დაიჭრა, თუმცა გაქცევა მაინც მოახერხა. გავრცელებული ცნობით მან შემთხვევის ადგილი ტაქსით დატოვა, მძღოლს კი უთხრა, რომ 10 ადამიანი მოკლა.

თავდასხმის გამო საფრანგეთში საფრთხის დონე უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდეს. გერმანიის საზღვარზე სტრასბურგიდან გასულ ყველა მანქანას ამოწმებენ.

დღის ამბები