26 მარტი 2019,   19:35
ვრცლად
სააგენტოსა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა დაგროვებითი პენსიის რეფორმა განიხილეს

სააგენტოსა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა დღეს დაგროვებითი პენსიის რეფორმა განიხილეს.

დაგროვებით საპენსიო რეფორმაში მონაწილეობა სავალდებულოა საქართველოს ყველა დასაქმებული მოქალაქისთვის, რომელიც 2018 წლის 6 აგვისტოს ჯერ არ იყო 40 წლის, თვითდასაქმებულებისთვის კი ასაკის მიუხედავად ნებაყოფლობითია.

საპენსიო ასაკამდე ნებისმიერ მოქალაქეს საკუთარი ანგარიშების შემოწმება სპეციალური პროგრამის საშუალებით შეეძლება. 

„1.6% არის დამსაქმებლის შენატანი, ხოლო სახელმწიფოს რეალურად შეაქვს 2.8%. აი ეს თანხა გროვდება ამ მონაწილის საპენსიო ანგარიშზე, სადაც შეუძლია შევიდეს ყოველდღიურად ან დღეში რამოდენიმეჯერ შეამოწმოს ასე ვთქვათ რამდენი აქვს მას თანხა, ასევე რა აქტივებში არის განთავსებული ეს საინვესტიციო თანხა და როგორია მისი აქტივების ღირებულება.“ - განაცხადა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ.

დღის ამბები