17 იანვარი 2019,   07:44
ვრცლად
ჯეიმს აპატურაის პოლიტიკური გზავნილები - ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ორ განსხვავებული ვერსია მოისმინა 

ორი განსხვავებული ვერსია საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ - ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილისგანაც მოისმინა და გრიგოლ ვაშაძისგანაც. ინაუგურაციამდე ოთხი დღით ადრე ჯეიმს აპატურაის სალომე ზურაბიშვილმა უთხრა, რომ არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა.  

დახურულ კარს მიღმა საუბრის მთავარი თემები პოლარიზებული გარემო და ნატოში ინტეგრაციის გეგმებიც იყო.

რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერთან შეხვედრას, ჯეიმს აპატურაიმ გრიგოლ ვაშაძისგან არჩვენების განსხვავებული ვერსია მოისმინა. გრიგოლ ვაშაძის თქმით, არჩევნები უპრეცედენტო ზეწოლისა და მუქარის ფონზე ჩატარდა და ის რეალურ შედეგებს არ ასახავს. 

შეხვედრების დასრულების შემდეგ ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, რომ პოლიტიკური პროცესი ქვეყნის შიგნით ნაკლებად პოლარიზებული უნდა იყოს და ინკლუზიური გახდეს.

არჩევნები იყო მთავარი თემა აპატურაის არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზეც. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამოქალაქო სექტორის იმ ნაწილს შეხვდა, ვინც არჩევნებს აკვირდებოდა.

ჯეიმს აპატურაი თბილსიში ერთ დღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შეხვდა და კონკრეტულ საკითხებზეც ესაუბრა. მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების გეგმებიც იყო. 

ოფიციალური შეხვედრების გარდა, ჯეიმს აპატურაიმ საჯარო ლექცია 12 სასწავლებლის სტუდენტებთან წაიკითხა, რის შემდეგაც მან ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა. რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და ნატოს პასუხი იყო კითხვების მთავარი თემა. აპატურაის თქმით ალიანსი აღიარებს, რომ რუსეთი თავის აგრესიულ საქციელს არ ცვლის.

დღის ამბები