26 აპრილი 2024,   17:32
ვრცლად
"არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი იყოს 100-ჯერ "მოწყალე“, ვიდრე აშშ-ს პრეზიდენტი" - კობახიძე

არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი იყოს 100-ჯერ უფრო მოწყალე, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, - ეს განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარემ შეწყალების აქტის გამოცემაზე პრეზიდენტის უარის შეფასებისას გააკეთა.

კობახიძემ გიორგი მარგველაშვილი შეწყალების პროცესში დაშვებული სერიოზული ხარვეზების გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

პარლამენტის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ ახალი პრეზიდენტი შეწყალების კომისიის მუშაობას არსებულ საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოიყვანს.

„რაც შეეხება ბოლო აქტს, ეს არის მისი გადასაწყვეტი, თუმცა, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალების განხორციელების პრაქტიკა მთლიანად იყო აცდენილი დასავლურ გამოცდილებასთან, დაახლოებით, 100-ჯერ მეტი იყო სტატისტიკა შეწყალების კუთხით, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც იყო არასწორი ამ პრაქტიკაში. არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი იყოს 100-ჯერ "მოწყალე“, ვიდრე აშშ-ს ან რომელიმე ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, იყო სერიოზული ხარვეზები, რაც გადახედვას საჭიროებს და მე ვფიქრობ, რომ ახალი პრეზიდენტი აუცილებლად მოიყვანს შეწყალების პრაქტიკას შესაბამისობაში დასავლურ სტანდარტებთან და პრაქტიკასთან,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები