17 იანვარი 2019,   07:54
ვრცლად
ფეშენებელური სახლები და დამალული სამშენებლო ხარჯები - ლევან იზორიას უწყება განმარტებებს აკეთებს

თავდაცვის სამინისტრო „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ კრიტიკულ დასკვნას ეხმაურებიან. საუბარია ლევან იზორიას შემოსავლების დამალვაზე. ორგანიზაციის ინფორმაციით, ე.წ. "ქართველი მილიონერების" უბანში ორი ფეშენებელური სახლის მშენებლობის დროს იზორიამ დეკლარაციაში არ ჩაწერა, რა უჯდებოდა თითო სახლის მშენებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ამას კანონი ავალდებულებდა.

თავდაცვის სამინისტროში ლევან იზორიას მიერ თანხების დამალვას არ ადასტურებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ  დეკლარაციაში ლევან იზორიამ მიუთითა საერთო ხარჯი, რაც კანონდარღვევა არ არის.  

„ეს არის ძალიან ტექნიკური საკითხი, დეკლარაციის შევსების ტექნიკა, ასე ვთქვათ. მთავარი არის ის, რომ დეკლარაციაში ყველა ხარჯი ჯამური სახით აისახა. მართალი ბრძანდებით, რომ მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურები დაიწყო 2013 წლიდან. თუმცა მშენებლობის ნებართვის პროცედურები და მშენებლობის ნებართვის აღებამდე, რა თქმა უნდა, მესაკუთრეს აქვს სრული უფლება იმისა, რომ გაითვალისწინოს მშენებლობის მთლიანი პროცესი. მშენებლობის ნებართვის აღებამდე ხდებოდა იმ დანაზოგებით, რომელიც მითითებულია დეკლარაციაში, რომელიც ჩვენ მიერ იყო მიწოდებული "საერთაშორისო გამჭირვალობისთვის". ხარჯები გაწია სამშენებლო მასალების შეძენასთან დაკავშირებით,“- განაცხადა თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ზვიად ოქროპირიძემ.

რაც შეეხება მონაცემებს, რომ ლევან იზორიამ ერთ-ერთ სახლის მშენებლობისთვის ხარჯები გაწია 2012 წელს, მაშინ როდესაც სამშენებლო ნებართვა 2013 წელს მიიღო, ზვიად ოქროპირიძის თქმით, თავდაცვის მინისტრს მშენებლობა არ დაუწყია და მან უბრალოდ სამშენებლო მასალა შეიძინა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები