01 მაისი 2024,   19:36
ვრცლად
თურქეთში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით სამი პირი დააკავეს

თურქეთში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით სამი პირი დააკავეს. სამივე რკინიგზის მომსახურების სააგენტოს თანამშრომელია.

ჩქაროსნული მატარებელი, რომელიც ანკარიდან კონიაში მიდიოდა, ჯერ სხვა შემადგენლობას, შემდეგ კი გადასასვლელ ხიდს შეეჯახა.

ბოლო მონაცემით, დაიღუპა 9 და დაშავდა 47 ადამიანი.

ავარია დედაქალაქიდან 8 კილომეტრის დაშორებით, მარსან-დიზის რკინიგზის სადგურთან მოხდა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს. ავარიის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე არ სახელდება.

დღის ამბები