25 ივნისი 2019,   12:38
ვრცლად
ბიზნესი საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ - ახალი წლიდან კერძო კომპანიებს სახელფასო ხარჯი 4%-ით ეზრდებათ

ბიზნესი საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ - ახალი წლიდან კერძო კომპანიებს სახელფასო ხარჯი 4%-ით ეზრდებათ და ბიზნესმენები რეფორმის გადადებას მოითხოვენ.

პირველი იანვრიდან 40 წლამდე ასაკის ყველა მოქალაქის ხელფასი 2% პროცენტით შემცირდება, ეს ფული მათ საპენსიო ფონდში უნდა გადარიცხონ. თითო დასაქმებულის სახელფასო ანაზღაურების 2% ამავე ფონდში უნდა გადარიცხოს დამსაქმებელემაც. ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჯამში 4%-ით გაზრდილი გადასახადისთვის მზად არ არიან და იმ კანონის გადავადებას ითხოვენ, რომელიც 17 დღეში უნდა ამოქმედდეს.

მათი აზრით, პარალამენტის მიღებული კანონი არაკონსტიტუციურია, რადგან ის დასაქმებულსაც და დამსაქმებელსაც აიძულებს, დამატებით ორ-ორი პროცენტი საპენსიო ფონდში გადარიცხონ. კერძო სექტორი იძულებითი გადასახადის გადახედვას მოითხოვს.

საპარლამენტო უმრავლესობისთვის ბიზნესმენების პრეტენზია მიუღებელია და რეფორმაში რაიმე ცვლილებების შეტანას გამორიცხავს.

დაგროვებითი პენსიის რეფორმას ოპოზიცია ჯერ კიდევ საპარლამენტო განხილვებისას ეწინააღმდეგებოდა და ახლაც მიიჩნევენ, რომ სიახლე ბევრ რისკს შეიცავს და არასწორად არის დაგეგმილი.

დაგროვებითი პენსიის სისტემა იანვრიდან ამოქმედდება. დასაქმებულებისთვის, ვინც მიმდინარე წლის 6 აგვისტომდე 40 წელი არ ჰქონდა შესრულებული, პროგრამაში მონაწილეობა სავალდებულოა. მათ პენსიისთვის ხელფასიდან ყოველთვიურად 2 პროცენტი ჩამოეჭრებათ, ამდენივეს გადარიცხავს ფონდში დამსაქმებელი კომპანია და სახელმწიფო.

დღის ამბები