26 აპრილი 2024,   21:12
ვრცლად
102 წლის ქალი გინესის რეკორდსმენი გახდა - ირენ ოში პარაშუტით გადმოხტა

102 წლის ავსტრალიელი ქალი გინესის რეკორდსმენი გახდა. ირენ ოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანია, რომელიც პარაშუტით გადმოხტა.

102 წლის ექსტრემალმა ნახტომი, პროფესიონალთან ერთად წყვილში შეასრულა. ის თვითმფრინავიდან ზღვის დონიდან 4 ათას 200 მეტრიდან დაეშვა.

ირენ ოშისთვის ეს არ იყო პირველი ექსტრემალური გამოცდილება. პირველად ის სქაიდაივინგით 2 წლის წინ დაკავდა და ანალოგიური ნომრით 100 წლის დაბადების დღე აღნიშნა.

დღის ამბები