26 აპრილი 2024,   14:11
ვრცლად
აქცია ინაუგურაციის პარალელურად - სალომე ზურაბიშვილი კომენტარს არ აკეთებს

არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციის პარალელურად ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვა, თუ რა პოზიცია აქვს მას მშვიდობიან აქციასთან დაკავშირებით, რომლის გამართვაც თელავის ცენტრში, მისი ინაუგურაციის პარალელურად იგეგმება, უპასუხოდ დატოვა.

გაერთიანებული ოპოზიცია გეგმავს, რომ 16 დეკემბერს თელავის ცენტრში მშვიდობიანი აქცია გამართოს. თუმცა, თელავის მერიამ უარით უპასუხა მათ მოთხოვნას, რომელიც აქციისთვის ერეკლე მეორის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის გამოყოფას გულისხმობდა.

ოპოზიციისთვის მერის არგუმენტი მიუღებელია და აქციის გამართვას ისევ თელავის ცენტრში გეგმავენ და არა მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ტერიტორიაზე.

დღის ამბები