26 აპრილი 2024,   14:17
ვრცლად
ეკა ბესელია ბლოკავს ოპოზიციის აზრს - სალომე სამადაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გადადის

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებას იურიდიული კომიტეტიდან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გადაყვანასთან დაკავშირებით, პარლამენტის ბიურო, სავარაუდოდ დღეს დააკმაყოფილებს.

კომიტეტის ცვლილების მიზეზად კანონმდებელი ეკა ბესელიას ასახელებს. სამადაშვილი ამბობს, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენლებს მუშაობის საშუალებას არ აძლევს. გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ოპოზიციის წევრებსა და კომიტეტის თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, ბესელიამ ოპოზიციის ლიდერებს მიკროფონები რამდენჯერმე გამოურთო.

"უკვე არაერთი სხდომაა, როცა ქალბატონი ბესელია რეალურად არ აძლევს ოპოზიციას შესაძლებლობას ისაუბროს იმ საკითხებზე, რომელიც არის მნიშვნელოვანი,“-ამბობს სამადაშვილი.

მისი თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს უფრო გაუჭირდება დაბლოკოს ოპოზიციის აზრი. კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე კი ამბობს, რომ ფრაქციის გადასაწყვეტია ვინ რომელ კომიტეტში გადანაწილდება.

„მათ აქვს კომიტეტში თავიანთი კვოტა, ეს კვოტა იყო ათვისებული "ნაციონალური მოძრაობის" მიერ, თუმცა გავიდნენ.  ახლა სალომე სამადაშვილს, თუ ამას მის ფრაქცია გადაწყვეტს ბუნებრივია აქვს უფლება შემოვიდეს და გახდეს ჩვენი კომიტეტის წევრი,“-ამბობს სოფო კილაძე.

დღის ამბები