03 მაისი 2024,   00:53
ვრცლად
ინციდენტები და სავარაუდო დანაშაულის ფაქტები არჩევნების დღეს - პასუხისგებაში 26 პირი მიეცა

არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 26 პირი, -ამის შესახებ განცხადებას, შს სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში წერია, რომ პასუხისგებაშია მიცემულ პირთა შორის არიან, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხარდამჭერები.

„სისხლის სამართლის 2 საქმეზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის: ქუთაისის აეროპორტში, თამარ ჩარკვიანის მეუღლის - ჯონდო გიგანის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთი პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში: თბილისში, გლდანის რაიონში ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთი პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.

სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, ვინაიდან არ დადასტურდა დანაშაულის არსებობა, სისხლის სამართლის 13 საქმეზე შეწყდა გამოძიება.

სულ არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 26 პირი, რომელთა შორის არიან როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხარდამჭერები. მათ შორის, სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების მიმართ დაწყებულია ახალქალაქში ოპოზიციის მხარდამჭერებზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე (პასუხისგებაში მიცემულია 5 პირი, რომელთა შორის არიან მმართველი პარტიიდან დეპუტატის ოჯახის წევრები) და ქუთაისის საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენელზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე“, - აცხადებენ შსს-ში.

დღის ამბები